ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: 1600, დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მირზაანი
    ტელეფონი: (+995 590) 880 123
    ელ-ფოსტა: nikopirosmanishvili@heritagesites.ge
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1960 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2009 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 9778

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი. საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი (”სონა უკრავს გარმონს”, ”წარაფი”, ”კალოობა”, ”მოწყალების და სააღდგომო კვერცხებით”, ”მუშა”, ”შოთა რუსთაველი”, ”თამარ მეფე” და სხვა), მხატვრის პირადი ნივთები, XX ს-ის ქართველ მხატვართა ნამუშევრები (ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, კობა გურული, ნათელა იანქოშვილი და სხვ.) ხელნაწერები (ფიროსმანის პირადი საქმე, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ქართველ პოეტთა ლექსები და სხვა), XIX-XX სს. ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონატები - ხალიჩები, ფარდაგები (მათ შორის ფიროსმანის დედის მიერ მოქსოვილი ფარდაგი), ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სხვა (10 000 ექსპონატი). მუზეუმს აქვს ფილიალები: 1. ნიკო ფიროსმანის თბილისის სახლ-მუზეუმი 2. ” 9 აპრილი მუზეუმი ” - დედოფლისწყაროში 3. ” დიდების მემორიალი ” - ს. ზემო მაჩხაანში
    სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
    გამოფენები:ქიზიყური ფარდაგების გამოფენა”, ” სააღდგომო გამოფენა, ” თვითნასწავლი მხატვრის გელა ლობჟანიძის გამოფენა”, ” ფიროსმანი - პარიზი- 1969 წელი”, ” ფიროსმანი- ცხოვრება და შემოქმედება”

    საგანმანათლებლო პროგრამები:საუბრები მხატვრობაზე”
    გამოცემები:ფიროსმანის გარემო”, ” ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი”, ” მხატვრის 1926 წელს გამოცემული კატალოგის რეპრინტი”, ” მხატვრის სავანე”, ’ ნიკო ფიროსმანაშვილი და ვაჟა-ფშაველა”, ” ფიროსმანის ნამუშევრების ილუსტრაციები”

    მუზეუმის ფართობი: 776 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 370 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 106 კვ/მ
    საცავი: 180 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 4100

    კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი: 13 ექსპონატი

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია