ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: 4800,  ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 2
    ტელეფონი: (+995 352) 2 11 98, 2 05 11
    ელ-ფოსტა: tamar_zuriashvili@yahoo.com
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2008 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 4120

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს და საგამოფენო დარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები, მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX სს. იარაღი, ავეჯი, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიას თხზულებათა გამოცემები სხვადასხვა ენაზე.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: 1 ლ
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

    გამოფენები: ბავშვთა ნახატების გამოფენა, სამინისტროს დაფინანსებით რესტავრირებული ფერწერული ტილოების გამოფენა
    საგანმანათლებლო პროგრამები: “მომავალი ჩვენია” – საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამა, “მიეც ხელი მეზობელსა” - სხვადასხვა ეროვნებებისა და სოციალური ფენებისთვის
    გამოცემები: მუზეუმში დაცული ექსპონატების პოსტ-ქარდების კრებული

    მუზეუმის ფართობი: 12261 კვ.მ.
    მუდმივი ექსპოზიცია: 554 კვ.მ.
    პერიოდული გამოფენები: 97.2 კვ.მ
    საცავები: 95,25 კვ.მ.

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 9708

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2009 წლის # 3/164 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია