გრემის მუზეუმი

  • მისამართი: 4806, ყვარელი, სოფ. გრემი
    ტელეფონი: (+995 595) 41 51 44
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1975 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სახელმწიფო (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 2056

    მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები. გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში (XV ს-ის ძეგლი), რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. მათ შორის: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII ს.ს.-ის რკინის ცულები, XV ს.-ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI ს.-ის ზარბაზანი და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი. მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის “მეფეთა პორტრეტების სერია” (1985).

    მუზეუმ-ნაკრძალის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.50 ლ, საექსკურსიო მომსახურება-5 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სამხატვრო სასწავლებლების სტუდენტები, ხელოვნებათმცოდნეები, სამხედრო მოსამსახურეები .

    საგანმანათლებლო პროგრამები: ლექციების კურსი სკოლებში

    მუზეუმ-ნაკრძალის ფართობი: 455 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 80 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 3762

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია