სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ–მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: ხულო, სოფ. სხალთა
    ტელეფონი: (+995 577) 42 90 11
    ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2002 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხულოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 342

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი ფუნქციონირებს ცნობილი საზოგადო მოღვაწის შერიფ ხიმშიაშვილის ყოფილ სახლში, რომელიც მისივე პროექტით აშენდა 1873 წელს. მუზეუმში დაცულია ხიმშიაშვილების ოჯახის კუთვნილი ყოფითი ნივთები: ავეჯი, ვერცხლისა და სპილენძის, ფაიფურის ჭურჭელი, საბრძოლო იარაღები, ფერწერული ტილოები, მე-19 ს-ის ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ჩანაწერები, ფოტოები და სხვადასხვა დოკუმენტები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

    გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

    საგანმანათლებლო პროგრამები: “ქართული ტრადიციები სხალთა-ხიხანის ხეობაში”

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია