გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

  • მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: 6400, აფსაროსის გზატკეცილი 55, ხელვაჩაურის რაიონი
    ტელეფონი: (+995 577) 59 19 01, 558 90 77 73
    ელ-ფოსტა: info@ajaraheritage.ge
    ვებ-გვერდი: www.ajaraheritage.ge
    მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1994 წელი
    მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2012 წლიდან გაერთიანებულია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში
    მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული

    მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები, იუსტინიანე I-ის სპილენძის მონეტები და სხვა. მასალის ნაწილი ექსპონირებულია საგამოფენო დარბაზში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც ძირითადად შედგება უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან და ამჟამად დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.

    შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.

    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

    სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

    საგანმანათლებლო პროგრამები: ”საუბრები არქეოლოგიაზე”, ”მოხალისე გიდები”, ”რა განძი გვქონია”.

    გამოცემები: სამეცნიერო შრომების კრებული ”გონიო-აფსაროსი”

    მუზეუმ-ნაკრძალის ფართობი: 4,75 ჰა, მუდმივი ექსპოზიცია: 130 კვ/მ

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია