პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

  • მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: 6216, ქობულეთის რაიონი, სოფელი ციხისძირი
    ტელეფონი: (+995 590) 880 121
    ელ-ფოსტა: petratsikhe@heritagesites.ge
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1989 წელი
    მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული

    მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეშუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეს, გვიანდელი ხანის საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობებს, V-VI სს. ბაზილიკის ნაშთებს, ანტიკური ხანის სამაროვნებსა და საცხოვრებელ ნაგებობათა (ე.წ. ვილის) ნაშთებს. ასევე, ტერიტორიაზე მიკვლეულია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები, გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანიდან მოყოლებული გვიან შუა საუკუნეებამდე. ნაკრძალის ტერიტორია მიოცავს დაახლოებით 7 ჰა.

    სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

    მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.

    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია