ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: 6001, ბათუმი, ლესელიძის ქ. 3
    ტელეფონი: (+995 422) 5 45 94, (+995 99) 430 368
    ელ-ფოსტა: tunadze-21@mail.ru, eka1@rambler.ru
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2007 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ (აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 2 000

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ექსპოზიცია ასახავს იმ ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომლებიც ბათუმში ინერგებოდა XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის I ნახევარში, მათ შორის, ძმები ნობელების, როტშილდებისა და მანთაშევის მეოხებით, რაც დაკავშირებული იყო ჩაის და თამბაქოს კულტურების, აგრეთვე პოლიგრაფიის განვითარებასთან; ხოლო ძმები ნობელების მეშვეობით ბათუმში დაინერგა ნავთობტრანზიტის ახალი ტექნოლოგიები. მუზეუმში ექსპონირებულია ასევე ცნობილ ფოტოგრაფ სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტოები, რომლებიც ასახავს XIX ს-ისა და XX დასაწყისის საქართველოს ყოფას და კულტურას.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 2 ლ, სტუდენტებისთვის: 1 ლ, ბავშვებისთვის: 0.50 ლ.

    უფასოდ დაიშვებიან: იძულებით გადაადგილებული პირები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ჯარისკაცები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები.

    გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია