ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: ილია ჭავჭავაძის ქ. 77, 6000, ბათუმი
    ტელეფონი: (+995 0422) 2 36 94, (+995 0422) 22 40 13
    ელ-ფოსტა: info@bam.ge, bat.arch.museum@gmail.com
    ვებ-გვერდი: www.bam.ge  www.adjaramuseums.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1994 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ (აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 28 508

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია აჭარისწყლის ხეობის არქეოლოგიური მასალა, ფიჭვნარის ნაქალაქარის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის, ძვ. V-IV საუკუნეების ბერძნული ნეკროპოლისის, ძვ. წ. V ს-ის კოლხური სამაროვანის, ფიჭვნარის ელინიზმის ეპოქის სამარხეული და ციხისძირის კომპლექსები, ქვის ხანისა და ჭოროხის ქვემო წელის არქეოლოგიური ძეგლები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 3 ლ, სტუდენტებისთვის: 1 ლ, მოსწავლეებისათვის: 0.50 ლ. ექსკურსია გიდის მომსახურებით (1-10 კაცი) ქართულ ენაზე 5 ლ, ექსკურსია გიდის მომსახურებით (10 კაცზე მეტი) ქართულ ენაზე 10-15 ლ, ექსკურსია გიდის მომსახურებით (15 კაცამდე) უცხო ენაზე 10 ლ, ექსკურსია გიდის მომსახურებით (15 კაცზე მეტი) უცხოე ენაზე 20 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

    გამოფენები: ახალი აღმოჩენების დროებითი გამოფენები, არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობის ამსახველი ფოტოგამოფენა, ეთნოგრაფიული და მატერიალური კულტურის ნიმუშების პერიოდული გამოფენები
    საგანმანათლებლო პროგრამები: “მუზეუმის მეგობარი”, აგრეთვე მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ფუნქციონირებს ფოტო-ვიდეო სტუდია და ეწყობა მათ მიერ გადაღებული ვიდეოფილმების (“ხიხანის ციხე”, “სხალთა”, “მერისი”) ჩვენება
    გამოცემები: “ფიჭვნარი I - კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში”, “ფიჭვნარი II - ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, “ ფიჭვნარი IV –გონიო-აფსაროსი“.

    მუზეუმის მთლიანი ფართობი: 2279,20 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 340 კვ/მ
    პერიოდული გამოფენა: 150 კვ/მ
    საცავი: 320,4 კვ/მ
    რესტავრაციის სახელოსნო: 76,40 კვ/მ
    მუზეუმის მაღაზია: 12,5 კვ/მ.

    მუზეუმის შენობის სტატუსი: 2004 წლიდან მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდროების უძრავი ძეგლის სტატუსი.
     

  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია