აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

  • მისამართი: 6010, ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. 8
    ტელეფონი: (+995 422) 7 38 94, 7 62 28
    ელ-ფოსტა: artmuzeumi@mail.ru
    ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1998 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ (აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
    ექსპონატების რაოდენობა: 603

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მხატვართა ფერწერული ტილოები (ნ. ფიროსმანი, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, სტ. ბაკალოვიჩი, ზომერი, რ. ფეტვიაშვილი, ა. ზანკოვსკი და სხვ.), გრაფიკული (ნ. ჭურღულია, ლ. ზამბახიძე და სხვ.) ნამუშევრები, კერამიკის, ხის, მინის, ჭედურობის, გობელენის ნიმუშები, სკულპტურა (ე. ფანტარელი ”ნიმფა და პატარა ფავნი”, გ. ოჩიაური ”პორტრეტი” და სხვ.).

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის-1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისთვის - 0.50 ლ
    უფასოდ დაიშვებიან: იძულებით გადაადგილებული პირები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ჯარისკაცები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები.

    გამოფენები: პაბლო პიკასოს ნამუშევრების გამოფენა, “ქანდაკება ღია სივრცეში”თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა მუზეუმის სკვერში, “მშვიდობის გზა” - ქართული თექა, არტ-ბიენალეს პრეზენტაცია - მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა, მხატვრის რინკე ენჰარდტის (ჰოლანდიa) გამოფენა–აქცია, თანამედროვე ფრანგული გრავიურის გამოფენა, კნუტ ჰამსუნისადმი მიძღვნილი გამოფენა, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა”,” ავტოპორტრეტები” (მხატვრის კვირეული) და სხვ.
    საგანმანათლებლო პროგრამები: მუზეუმთან ფუნქციონირებს ბავშვთა საკვირაო არტ-სტუდია და ბიბლიოთეკა. პროგრამები: ”ფიროსმანი და ბავშვები, “ლუვრის კალკოგრაფია”, “ფრანგული ესტამპი”, “პარიზის სპლინი” “გაცოცხლებული გალერეა” (ცნობილ მხატვართა ნაწარმოებთა მიხედვით გაცოცხლებული კოსტიუმის ისტორია), “პოლ სეზანის საიუბილეო საღამო”, “კავკასია ჩვენი სახლი” - საერთაშორისო არტ ფესტივალი და სხვ.
    გამოცემები: ხასან ჰელიმშის ბუკლეტი, ვალერიან ილიუშინის ბუკლეტი, რუსუდან ფეტვიაშვილის კატალოგი, გურამ გაგოშიძის კატალოგი

    მუზეუმის მთლიანი ფართობი: 1716კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 423 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 383 კვ/მ
    საცავი: 65 კვ/მ
    რესტავრაციის სახელოსნო: 26 კვ/მ

    დამთვალიერებელთა წლიური რაოდენობა: 5900

    კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი: 6 ექსპონატი
    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია