აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: 6000, ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქ. 4
    ტელეფონი: (+995 0422) 27 11 75, 27 09 42
    ელ-ფოსტა: museumajara@gmail.com
    ვებ-გვერდი
    : www.adjaramuseums.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1908 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ (აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 180 000

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. XII – IX სს-ის, აგრეთვე VII - IV სს. უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი, გრავირებული ცულები, ე. წ. გონიოს განძის მასალები (ძვ. წ. V ს.). მათ შორის, სხვადასხვა სახის, ფორმისა და ზომის ძველი ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები: ინტალიო აფროდიტეს და ეროსის გამოსახულებით, ბადროს მტყორცნელის (დისკობოლი) ფიგურა, გულსაკიდები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, კილიტები, გულსაბნევები, საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო), აგრეთვე: ბუნების იშვიათი ძეგლები, XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17.30 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 3 ლ, სტუდენტებისთვის: 1 ლ, მოსწავლეებისათვის: 0.50 ლ. გიდის მომსახურება: 5 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

    საგანმანათლებლო პროგრამები: ”ენა ქართული”, ”ქართული სამხედრო ხელოვნება”
    გამოცემები: “მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ტაძრები აჭარაში”, “მედრესედან უმაღლეს სკოლამდე “, მუზეუმის გზამკვლევი.

    მუზეუმის მთლიანი ფართობი: 1737,6 კვ/მ, მუდმივი ექსპოზიცია: 706,2 კვ/მ, საცავი: 109,05 კვ/მ.

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი

    აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფილიალები:

    მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი
    მემედ აბაშიძის გამზირი 7, ბათუმი
    (0422) 27 61 12

    ილია ჭავჭავაძის მუზეუმი
    გრიბოედოვის ქ. 5, ბათუმი
    (0422) 27 86 76

    რელიგიის მუზეუმი
    თამარის დასახლება, ბათუმი

    სამეცნიერო ბიბლიოთეკა
    ფიროსმანის ქ. 1. ბათუმი

  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია