მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

  •  

    მისამართი: მესტია, მ. ხერგიანის ქ. 36
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1983 წელი
    იურიდიული სტატუსი: ააიპ (მესტიის მუნიციპალიტეტი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატთა რაოდენობა: 458



    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთებისვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათ შორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ზაფხულობით, ყოველდღე, 11 სთ-დან 18სთ-მდე

     

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: შენობის რეაბილიტაციის გამო, ბილეთები არ იყიდება

    გამოფენები: მ. ხერგიანთან დაკავშირებული გამოფენები სკოლებში
    საგანმანათლებლო პროგრამები: “ქართული ალპინისტური სკოლა”
     

     

    მუზეუმის ფართობი: 1376 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 278.5 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 108 კვ/მ
    საცავი: 9.5 კვ/მ
    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა:  3000

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია