ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  •  

    მუზეუმის მისამართი: 5000, ჩხოროწყუ, სტალინის ქ. 3
    ტელეფონი: (+995 417) 2 11 03
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1978 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 22 390

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული და შემთხვევით ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს საზოგადოების განვითარების ყველა ძირითად საფეხურს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანას: საბრძოლო იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, კერამიკული ნაწარმი, ძვ. წ. IX-VIII-VI სს-ის სარდიონის, პასტის, აქატია, იაშმის, გიშრის, მინის მძივები, ამავე პერიოდის ქვევრსამარხები, ნუმიზმატიკური მასალა (ქართული, რომაული, ბიზანტიური, თურქული, რუსული მონეტები), გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან: XV-XVI სს. საეკლესიო წიგნები, ბეჭდები, ხელნაწერები, ხატები, ეკლესიების ორნამენტიანი ქვები, გვიანდელი პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები.

     


    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 1 ლ, სტუდენტებისა და სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ.

    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
     

     

    გამოფენები: ”პორტრეტი”, ”სპელეოლოგიური მასალები მუზეუმის ფონდებიდან”
    საგანმანათლებლო პროგრამები: მუზეუმის სპელეოლოგიური განყოფილების პროგრამები (საფრანგეთის სპელეოლოგიურ ცენტრსა და საქართველოს სპელეოლოგთა კლუბთან ერთად)
    გამოცემები: ”ჩხოროწყუს ისტორია”.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია