ხობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  •  

    მუზეუმის მისამართი: 5822, ხობის რაიონი, სოფ. ხეთა
    ტელეფონი: (+995 599) 71 30 02
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2001 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხობის მუნიციპალიტეტი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 1567

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ყულევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული II-I ათასწლეულების მასალის ნაწილი (ძირითადად თიხის ჭურჭელი ან მისი ფრაგმენტები), ადრეფეოდალური ხანის სამშენებლო

     

    მასალის დეტალები, ჭურჭელი, XIX-XX სს. მიჯნის ეთნოგრაფიული მასალები - საოჯახო ნივთები, სამეურნეო დანიშნულების ინვენტარი; ადგილობრივი წარმომავლობის ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობების პიერ და ბადრი კობახიძეების პირადი ნივთები (ავეჯი, სამოსელი, აფიშები, თედო სახოკიას შრომების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, დოკუმენტური და ფოტომასალა), ხობის რაიონში მცხოვრებ II მსოფლიო ომის მონაწილეთა კუთვნილი ნივთები და დოკუმენტური მასალა.
     

     

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი:  უფასო
    გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია