ჟიული შარტავას სახ. სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  •  

    მუზეუმის მისამართი: 4100, სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. 150
    ტელეფონი: (+995 413) 7 78 60
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1959 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (სენაკის მუნიციპალიტეტი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 2000

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სენაკის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე. მათ შორისაა: მიწის დასამუშავებელი იარაღები, ქვის სანაყები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, ნეოლითის პერიოდის სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის დოქები, შუასაუკუნეების სარიტუალო ქვები, ნუმიზმატიკა, ადგილობრივ მხატვართა ფერწერული ტლოები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი:  უფასო

    გამოფენები:ახალსოფელი და ახალსოფლელები”, ”ზანა და ზანელები” (მუზეუმში დაცული მასალის მიხედვით), ” გაცოცხლებული წარსული” ( მიეძღვნა მუზეუმის 20 წლის იუბილეს)
    საგანმანათლებლო პროგრამები: ”ვიცნობდეთ ჩვენი კუთხის ისტორიას” (სასკოლო დაწესებულებებთან ერთად), ღია გაკვეთილები მუზეუმსა და სკოლებში

    მუზეუმის ფართობი: 300.04 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 76.4 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 22.54 კვ/მ
    საცავი: 11.52 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 1870

     

         

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია