გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  •  

    მისამართი: 3100, მარტვილი, გივი ელიავას ქ. 4
    ტელეფონი: (+995 418) 2 12 38
    ელ-ფოსტა: givi.eliava@mail.ru
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1957 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (მარტვილის კულტურის ცენტრი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 55 064
     


    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს (სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები, ძვ. წ. VII-VI სს.-ის ბრინჯაოს ფიგურა ”მქადაგებელი”, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა). მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII სს-ის ვერცხლის მონეტების კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ხელნაწერები და სიგელ-გუჯრები და სხვ. აგრეთვე: XIX-XX სს-ის გამოცემებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა (5000 ეგზემპლარი), თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები: ლადო გუდიაშვილის ”სამაია”, ელენეახვლედიანის ”ჩვენი სოფელი”, აგრეთვე მოსე თოიძის, რობერტ სტურუას, ს. მაისაშვილის, რ. ადამიას, ნამუშევრები, ირაკლი ოჩიაურის, ჯემალ ბჟალავას ქანდაკებები. მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე.


    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან - 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

     


    გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია
    მუზეუმის ფართობი: 12200 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 450 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 130 კვ/მ
    საცავები: 240 კვ/მ


    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია