საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სვანეთის მუზეუმი

  •  

    მისამართი: 3200, სტალინის ქ, 40, დაბა მესტია
    ტელეფონი: (+995 32) 99 80 22
    ელ-ფოსტა: info@museum.ge
    ვებ-გვერდი: www.museum.ge
    სტატუსი: გაერთიანებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (2004 წლიდან)
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1936 წელი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 4090

     

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები - IX-XIV სს-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 16 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.
     

     

    გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთ
    საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345
    გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია