პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

  •  

    მუზეუმ -ნაკრძალის მისამართი: 4115, სენაკის რაიონი, სოფელი ნოქალაქევი
    ტელეფონი: (+995 590) 880 117
    ელ-ფოსტა: nokalakevi@heritagesites.ge
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge 
    მუზეუმ -ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
    მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმ -ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 3450

     

    მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს კავკასიაში უანალოგო კომპლექსსგვიანანტიკური/ადრეშუასაუკუნეების ხანის ციტადელით, ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთებით (IV-VI სს.), კარიბჭითა და საიდუმლო გვირაბით, აგრეთვე სამეფო და სამოქალაქო აბანოებით, წყალსაცავით (IV-VI სს.), უძველესი ეკლესიების ნაშთებით, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ორმოცმოწამეთა გუმბათოვანი ტაძრითა და სხვ. მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ეპოქის საინტერესო ექსპონატები (ძვ. წ. XIII-XII – ახ. წ. XVIII სს.).

    სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმ -ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.
     

     

    მუზეუმ -ნაკრძალის ფართობი: 600 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 300 კვ/მ
    საცავი: 50 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 8000 დამთვალიერებელი

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია