ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმი

  •  

    მუზეუმის მისამართი: ცაგერი, რუსთაველის ქ. 59
    ტელეფონი: (+995 472) 2 22 57, (+995 599) 93 31 24
    ვებ-გვერდი: www.cagerimuzeum.ge 
    ელ-ფოსტა: khvamli5@mail.ru
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ცაგერის მუნიციპალიტეტი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 10 000
     

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმში

    არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც ძირითადად მოიცავს ადრეულ და გვიანი ბრინჯაოს ხანას, ანტიკურ პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს მხედარი, ბრინჯაოს განძი, აღმოსავლური და კოლხური ბრინჯაოს სტილიზებული ცულები, კავკასიური სიკილი, ხეთური ლაგამი, ქვის ხანის იარაღები: ცულ-წერაქვი, ისრისპირები, სახნისი, დანები; ნუმიზმატიკის ნიმუშები (ალექსანდრე მაკედონელის მონეტა, ლიზიმაქეს ოქროს სტატერი, კეისრების ოქტავიანესა და ადრიანეს მონეტები, არაბული და თურქული მონეტები და სხვ.), XVII-XIX სს-ის საეკლესიო ნივთები, იშვიათი ბიბლიოგრაფიული გამოცემები, დ. ერმაკოვისა და ალ. როინიშვილის უნიკალური ფოტომასალა ლეჩხუმზე. მუზეუმის ფილიალები: ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი (ს. ბარდნალა), სევერიან ისიანის სახლ-მუზეუმი (ზოგიში), არჩილ გელოვანის სახლ-მუზეუმი ( ს. სპათაგორი)

     


    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისათვის: 1 ლ. ბავშვებისათვის: 0.20 ლ
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
     

     

    გამოცემები: ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმის კატალოგი
     

    მუზეუმის ფართობი: 431.3 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 250 კვ/მ
    საცავი: 52 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 1864

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია