ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: ამბროლაური, თამარ მეფის ქ. 4
    ტელეფონი: (+995 595) 55 59 15
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1965 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ამბროლაურის კულტურის ცენტრი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
    ექსპონატების რაოდენობა: 565
     

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ლ. გუდიაშვილის. ელ. ახვლედიანის, უ. ჯაფარიძის, ა. ვარაზის, ბ. ქუთათელაძის, ე. ბაღდავაძის, ქ. მაღალაშვილის, დ. ერისთავის, ზ. ნიჟარაძის, რ. სტურუას, ნ. მეტონიძის, კ. გურულის, ნ. ბოტკოველის, შ. ჩლაიძის და სხვა ქართველ მხატვართა ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული ნამუშევრები, ჭედურობის ნიმუშები.

     

     


    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 0.50 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.
     

     

    გამოფენები : “თიხაში ამღერებული სული”, ონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები, ”რაჭა ქართულ მხატვრობაში”, ”რაჭის ისტორიული ძეგლები”, საშემოდგომო გამოფენა, შოთა ჩლაიძის ფერწერა, ”პლასტიკა ლითონზე”,”წიგნის ხელოვნება”, ”ოთხმოციანელები – თანამედროვე ქართული მხატვრობა”.

    მუზეუმის ფართობი: 250 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 150 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 25 კვ/მ
    საცავები: 50კვ/მ
    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა : 800

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია