მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

  • მისამართი: 0105, თბილისი, მ. ჯავახიშვილის N21
    ტელეფონი: (+995 32) 2 92 03 67
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1997 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ მუნიციპალური/თბილისის მუნიციპალიტეტი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ლიტერატურული
    ექსპონატთა რაოდენობა: 1500

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ცნობილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის (1880-1937 წწ.) სახლ-მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მწერლის პირადი ნივთები და არქივი, ბიბლიოთეკა, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა და სხვა დოკუმენტები. რომლებიც დამთვალიერებელს აცნობს მწერლის შემოქმედებას და რთულ ცხოვრებისეულ გზას (მიხეილ ჯავახიშვილი 30-იანი წლების რეპრესიებმა შეიწირა - დახვრიტეს 1937 წელს).

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11.00-დან 17.00 საათამდე.
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: ”ბავშვობა და ყრმობა”, ”გაცოცხლებული გმირები”
    საგანმანათლებლო პროგრამები: მიხეილ ჯავახიშვილი და ეროვნული იდეა, მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიკაციები, მიხეილ ჯავახიშვილი ტოტალიტარიზმის ეპოქაში, ქართული ლიტერატურა მოდერნიზმისა და რეალიზმის მიჯნაზე
    გამოცემები: მუზეუმის ბუკლეტი, რუსუდან ჯავახიშვილი, ”ილუსტრირებული ბიოგრაფიები”, მწერლის ალბომი, საიუბილეო კრებული (მზადდება გამოსაცემად)

    მუზეუმის ფართობი: 115 კვ/მ
    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 1450

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია