გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური მუზეუმი

  • მისამართი: 0105, თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 4
    ტელეფონი: (+995 32) 2 94 01 34
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1999 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ მუნიციპალური/თბილისის მუნიციპალიტეტი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატთა რაოდენობა: 2000

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959) მემორიალური მუზეუმი განთავსებულია სახლში, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა (1935–1959). მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი. მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია ფოტომასალები, ხელნაწერები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მემატიანეს წარმოადგენს.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: პოეტის მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა, თვესი ერთხელ ეწყობა თემატური გამოფენები
    საგანმანათლებლო პროგრამები: 1. ზოგადსაგანმანათლებლო, სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეთათვის 2. სასკოლო თემატიკის მიხედვით შექმნილი პროგრამები
    გამოცემები: მუზეუმის ბუკლეტი, წიგნები - ” მოგონებები გალაკტიონზე” დაგალაკტიონი”

    მუზეუმის ფართობი: 127 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 117 კვ/მ
    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 1010

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია