ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

  • მისამართი: 0108, თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. 10
    ტელეფონი: (+995 32) 2 99 81 16
    ვებ-გვერდი: www.tbilisi.gov.ge/index.php
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ/თბილისის მუნიციპალიტეტი
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1959 წელი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატთა რაოდენობა: 4368

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების (”აბესალომ და ეთერი”, ”დაისი”) პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, სხვადასხვა დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები, ბიბლიოთეკა და სხვა.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, კვირა-სამშაბათის გარდა, 11 სთ-დან 17 სთ-მდე

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისთვის - 0,50 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისათვის – 0,30 ლ. საექსკურსიო მომსახურება - 1.00 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ჯარისკაცები, ლტოლვილები, ზ. ფალიაშვილის პრემიის ლაურეატები და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის პენსიონერები.

    გამოფენები: ზ. ფალიაშვილისადმი მიძღვნილი მუდმივი ექსპოზიცია, პერიოდული შემეცნებითი გამოფენები
    საგანმანათლებლო პროგრამები: კომპოზიტორის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა, სალონური ტიპის მუსიკალური საღამოები.
    გამოცემები: მუზეუმის ბუკლეტი

    მუზეუმის ფართობი: 460 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 178 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 141 კვ/მ
    საცავი: 30 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 3863 დამთვალიერებელი

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია