წიგნის მუზეუმი

  • მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 7, 0105, თბილისი
    ტელეფონი: (+995 32) 2 97 16 40, 2 97 16 61
    ელ-ფოსტა: 
    ვებ-გვერდი: https://ka-ge.facebook.com/TsignisMuzeumi/
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2017 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 19 000

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: წიგნის მუზეუმი გაიხსნა 2017 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით. წიგნის მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში დაცულ 19 ათასზე მეტ რარიტეტულ წიგნს აერთიანებს. მუზეუმში წარმოდგენილია, როგორც მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, ისე დროებითი გამოფენები. წიგნის მუზეუმი ოთხ სივრცეს მოიცავს ესენია:
    იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი, კერძოდ ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ;
    „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე;
    ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით;
    ბროსეს საცავი – თანამედროვე საცავი, აღჭურვილი კლიმატის კონტროლის შესაბამისი აპარატურით.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10.30 სთ-დან - 18 სთ-მდე.
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია