ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი

  • მისამართი: ვერიკო ანჯაფარიძის ქ. 16, 0179, თბილისი
    ტელეფონი: (+995 32) 2 22 13 38, 2 29 42 13
    ელ-ფოსტა: 
    ვებ-გვერდი: www.shin.ge
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: კერძო
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1992 წელი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატთა რაოდენობა: 12 000-ზე მეტი

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების ვერიკო ანჯაფარიძის (1900-1987 წწ.), მიხეილ ჭიაურელის (1894-1974 წწ.), კოტე მახარაძისა (1926-2004 წწ.) და სოფიკო ჭიაურელის (1937-2008) არქივები, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მდიდარი ფოტომასალა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ხელნაწერები, წერილები, საოჯახო ნივთები, ცნობილ ქართველ მხატვართა მიერ ოჯახისთვის საჩუქრად გადაცემული ფერწერული ნამუშევრები, მიხეილ ჭიაურელის მიერ შესრულებული შარჟები, ნახატები, ქანდაკებები და სხვა. სახლ-მუზეუმთან ფუნქციონირებს ერთი მსახიობის თეატრი ”ვერიკო”.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, კვირა-ორშაბათის გარდა,  11 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია
    გამოცემები: კატალოგი, ბუკლეტები მსახიობების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია