საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმი

  • მისამართი: კოსტავას ქ. 77, 0175, თბილისი, (III კორპუსი)
    ტელეფონი: (+995 32) 2 36 51 53
    ფაქსი: (+995 32) 2 36 51 55
    ელ-ფოსტა: ims@gtu.ge  info@gtu.ge
    ვებ-გვერდი: www.gtu.ge
    მუზეუმის დაარსების თარიღი: 1953 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    მუზეუმის ექსპონატთა რაოდენობა:

    მუზეუმის კოლექციის მოკლე აღწერა: მუზეუმში გამოფენილი ძირითადი თემატური მასალა ასახავს დედამიწის აგებულებისა და განვითარების ისტორიას. მუზეუმს გააჩნია მდიდარი ფონდები, რომელსაც დიდი სამეცნიერო და სასწავლო მნიშვნელობა აქვს. მის საცავებში ინახება ათასობით ქანის, ნამარხის და მინერალის ნიმუში. მუზეუმში გამოფენილია აგრეთვე გეოლოგიური ჭრილების ამსახველი მასალა, პანოები, მაკეტები, ნამარხი ორგანიზმების მულიაჟები, სურათები, გამოჩენილ მეცნიერთა პორტრეტები, ძველი ლანდშაფტების სქემები, რუკები, განმარტებითი ტექსტები, რომლებიც სტუდენტებს მასალის ათვისებაში ეხმარება.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11.00-დან 17.00-საათამდე
     

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია