აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი

  • მისამართი: შარდენის ქ. 19, 0105, თბილისი
    ტელეფონი: (+995 32) 2 72 00 10
    ელ-ფოსტა: tapestrymuseum@gmail.com
    ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/tapestrymuseum
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი:1998 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შემადგენლობაში
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების 
    ექსპონატთა რაოდენობა: 200-ზე მეტი

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: გობელენის მუზეუმი დაარსდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ტექსტილის ფაკულტეტის ბაზაზე 1998 წელს პროფესორ გივი ყანდარელის და თამაზ ნუცუბიძის მიერ. მუზეუმში ფუნქციონირებს ოთხი დარბაზი, სადაც წარმოდგენილია უძველესი ქართული ტექსტილის - თექის ნიმუშები, ასევე, შალის და სხვა მატერიისგან დამზადებული ულამაზესი ნაკეთობები. მუზეუმის პირველ სართულზე განთავსებულია თანამედროვე ხელოვნების გალერეა, სადაც გამოფენილია ტექსტილის და გობელენის სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული ნახატები, კერამიკა, მინა, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა.


    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა, 12 სთ-დან 19 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად, ტექსტილის ნამუშევრების გამოფენები.
    საგანმანათლებლო პროგრამები: გობელენის ვორკშოპი სტუდენტებისა და მოზარდებისათვის.
     

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია