თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი

  • მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1
    ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 42
    ელ-ფოსტა: maia.gurabanidze@tsu.ge
    ვებ-გვერდი: www.tsu.edu.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2008 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 100 000-ზე მეტი

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: უნივერსიტეტის ამჟამინდელი მუზეუმი შეიქმნა 2008 წელს და მასში გაერთიანდა უნივერსიტეტში მანამდე არსებული სამუზეუმო სტრუქტურები, რომლებიც ჯერ კიდევ 1921-1925 წლებიდან ფუნქციონირებდა (საქართველოს საეკლესიო სიძველეთა მუზეუმისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის კოლექციების უნივერსიტეტისათვის გადაცემის შემდეგ). ამჟამად მუზეუმში დაცულია არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიური, მინერალოგიის, პალეონტოლოგიისა და უნივერსიტეტის ისტორიის ფოდების კოლექციები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: ”ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან” (2006), ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ”კავკასიოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” (2007), დიასპორის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, ”საფრანგეთის ქართული ემიგრაცია” (2008), საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, ”საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა -1918-1921“ (2009) და სხვ.
    საგანმანათლებლო პროგრამები: სიმპოზიუმები, საერთაშორისო კონფერენციები, ვორკშოპები
    გამოცემები: სხვადასხვა სახის სამეცნიერო და საგანმანათლებლო გამოცემები და ბუკლეტები

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია