ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმი

  • მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, (1 კორპუსი მე-3 სართული) 0128, თბილისი
    ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 42
    ელ-ფოსტა: maia.gurabanidze@tsu.ge
    ვებ-გვერდი: www.tsu.edu.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1986 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 5000

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდში დაცულია 5000 სამუზეუმო ექსპონატი, რომელთა შორისაცაა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებასა და განვითარებასთან დაკავშირებული უნიკალური ფოტომასალა, ხელნაწერები, გამოცემები; უნივერსიტეტის დამაარსებელთა მემორიალური ნივთები; თანამედროვე გამოჩენილი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. უნივერსიტეტისათვის საიუბილეოდ გადმოცემული საჩუქრები, უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორების პირადი ფონდები და სხვ.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 

    გამოფენები: ”ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან” (2006), ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ”კავკასიოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” (2007), დიასპორის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, ”საფრანგეთის ქართული ემიგრაცია” (2008), საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, ”საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა -1918-1921“ (2009) და სხვ.
    საგანმანათლებლო პროგრამები: სიმპოზიუმები, საერთაშორისო კონფერენციები, ვორკშოპები
    გამოცემები: სხვადასხვა სახის სამეცნიერო და საგანმანათლებლო გამოცემები და ბუკლეტები.

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია