ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

  • მისამართი: დ. ბაქრაძის ქ. 10, 0108, თბილისი
    ტელეფონი: (+995 32) 2 92 05 64
    ელ-ფოსტა:  infotbilisimuseumsunion@gmail.com
    ვებ-გვერდი: tbilisimuseumsunion.ge
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ/თბილისის მუნიციპალიტეტი
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1959 წელი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატთა რაოდენობა: 4368

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების (”აბესალომ და ეთერი”, ”დაისი”) პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, სხვადასხვა დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები, ბიბლიოთეკა და სხვა.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, კვირა-სამშაბათის გარდა, 11 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 

    გამოფენები: ზ. ფალიაშვილისადმი მიძღვნილი მუდმივი ექსპოზიცია, პერიოდული შემეცნებითი გამოფენები
    საგანმანათლებლო პროგრამები: კომპოზიტორის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა, სალონური ტიპის მუსიკალური საღამოები.
    გამოცემები: მუზეუმის ბუკლეტი.

    მუზეუმის ფართობი: 460 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 178 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 141 კვ/მ
    საცავი: 30 კვ/მ

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია