დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი

  • მისამართი: ანტონ კათალიკოსის ქ. 3, 0105, ქ. თბილისი
    ტელეფონი: (+995 32) 2 98 59 92
    ელ-ფოსტა: musumjewish@yahoo.com  givigambashidze@yahoo.com
    ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/jewishgeo/
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1933
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2006 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 140 000-ზე მეტი ( მუზეუმის ექსპონატები შენობის ავარიულობის გამო დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სხვა სახელმწიფო საცავებში)

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია XX ს-ის დასაწყისის არქიტექტურულ ნაგებობაში (”გუმბათოვანი სინაგოგის” ყოფილ შენობაში). 1951 წელს საბჭოთა კავშირში მიმდინარე ანტისემიტური მოძრაობის დროს მუზეუმი გაუქმდა, ფონდებში დაცული ათასობით უნიკალური ექსპონატი გადანაწილდა საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში და დღესაც, მუზეუმის შენობის ავარიულობის გამო, ექსპონატები ვერ ბრუნდება მუზეუმში.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 

    გამოფენები: მუზეუმის ექსპონატებისა და აშშ-ში მცხოვრებ ქართველი ებრაელიმხატვრის ც. ჯანაშვილის გამოფენები მოეწყო თეატრ ”ვერიკოში”, სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში, საგამოფენო დარბაზ ”კოპალაში”, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში.
    გამოცემები: ”მუზეუმის შრომები” – IV, V, VI, ტომები 2.ქართულ-ებრაული სასაუბრო 3.საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის: კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა” მოხსენებების კრებულები

    მუზეუმის ფართობი: 893,39 კვ/მ

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია