ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

  • მისამართი: მერაბ ალექსიძის ქ. 1/3, 0193, თბილისი
    ტელეფონი: (+995 32) 2 474 242
    ელ-ფოსტა: info@manuscript.ac.ge
    ვებ-გვერდი: www.manuscript.ge
    ორგანიზაციის დაფუძნების თარიღი: 1958 წელი
    ორგანიზაციის იურიდიული სტატუსი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - 2006 წლიდან
    ორგანიზაციის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 170 000

    კოლექციების მოკლე აღწერა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაფუძნდა 2006 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ბაზაზე (შეიქმნა 1958 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე). დღეისათვის ცენტრის ფონდებში დაცულია ხელნაწერები ქართულ, ბერძნულ, ებრაულ, სირიულ, ეთიოპურ, სომხურ, არაბულ, სპარსულ, თურქულ, სლავურ ენებზე (მოყოლებელი I ს-დან XX ს-ის ჩათვლით).

    ორგანიზაციის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11 სთ-დან - 18 სთ-მდე
    შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: "ძველი კავკასია იტალიურ და ქართულ ფოტოგრაფიაში", "ქართველი კალიგრაფები". (2006), "გელათური ხელნაწერები", "შობის ციკლი ქართულ მინიატურაში" (2008), "ქართული ხელნაწერი" (2009) და სხვ.
    საგანმანათლებლო პროგრამები: კონფერენციები, ექსპედიციები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ხასიათის პროექტები
    გამოცემები: სამეცნიერო გამოცემები, კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია