აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

  • მისამართი: გიორგი ცაბაძის ქ. 6, 0112, თბილისი
    ტელეფონი: (+995 32) 2 340 963, 2 340 967, (+995 598) 260 686
    ელ-ფოსტა: silkmuseum.tbilisi@gmail.com
    ვებ-გვერდი: www.silkmuseum.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1887 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2006 წლიდან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): საბუნებისმეტყველო
    ექსპონატთა რაოდენობა: 6648

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: აბრეშუმის მუზეუმი დაფუძნდა კავკასიის კუსტარული კომიტეტის მიერ, საქართველოში ხალხური რეწვისა და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებისთვის სპეციალურად აგებულ შენობაში. მუზეუმში დაცულია მსოფლიოს მეაბრეშუმეობის ქვეყნების პარკისა (5 000 ჯიში და ვარიაცია) და აბრეშუმის ძაფების უძველესი კოლექცია, საქსოვი დაზგები, ქსოვილები და საოჯახო მოხმარების სამშვენისები, პირველი ფაბრიკული წარმოების (ძირითადად ფრანგული) ქსოვილები, მეაბრეშუმეობასთან დაკავშრებული ფოტომასალები და სხვადასხვა სახის შემოწირულობები, ეგზოტიკური პეპლების კოლექცია.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 5 ლ, სტუდენტებისათვის - 2 ლ, სკოლის მოსწავლეებისათვის - 2 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

    გამოფენები: დევნილთა ნამუშევრების გამოფენა (ქართული ტექსტილის ჯგუფი-GTG), სოფო ტაბატაძის ნამუშევრების გამოფენა ( 2009), ”ლურჯი სუფრა”, ”დუხობორების კოსტიუმი და ქსოვილი” (2010)

    საგანმანათლებლო პროგრამები: „მუზეუმის მეგობარი“ (გიდი-ტური მოზარდებისათვის), ”მუზეუმის ვოლონტიერი-გიდები” (უფროსკლასელთათვის), „საოჯახო პროგრამა“, ” აბრეშუმის გზა”- თამაში” , პრაქტიკული მეცადინეობები აბრეშუმის პარკისა და ქსოვილისაგან სხვადასხვა ნაკეტობატა დასამზადებლად; მხატვრული ტექსტილისადმი მიძღვნილ ხუთი საერთაშორისო სიმპოზიუმი (1997-2005, GTG)
    გამოცემები: რეპრინტი ” აბრეშუმის ჭია’; გამოსაცემად მზადაა მუზეუმის ბუკლეტი ქართულ ინგლისურ ენებზე და მუზეუმის ბიბლიოთეკის რარიტეტული გამოცემების რეპრინტების სერია

    მუზეუმის ფართობი: 1525 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 323 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 72 კვ/მ
    საცავი: 77 კვ/მ

    ბიბლიოთეკა: 72 კვ/მ
    ტექსტილის სახელოსნო: 43 კვ/მ

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია