საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

  • მისამართი: შ. დადიანის ქ. 28, 0105, თბილისი
    ტელეფონი: (+995 32) 999 722
    ელ-ფოსტა: infogcrafts@gmail.com
    ვებ-გვერდი: www.gcrafts.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1899 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
    ექსპონატთა რაოდენობა: 18389

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია XIX-XX ს.ს. მიჯნის საქართველოს და კავკასიის ქვეყნების ხალხთა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი, ხის, ლითონის, ძვლის მხატვრულად დამუშავებული ნიმუშები (ძირითადად - სამკაული, ქამრები, იარაღი, საოჯახო ნივთები), აბრეშუმის, ტყავისა და მაუდის ნაწარმი, კავკასიური ხალიჩების კოლექცია, მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, გობელენები, ნაქარგობის ნიმუშები, მხატვარ-პრიმიტივისტთა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ლატვიელი მხატვრის იული სტრაუმეს (1874-1970) კავკასიის თემაზე შექმნილი ესკიზებისა და ჩანახატების მრავალრიცხოვანი კოლექცია.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან - 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1 ლ,  სკოლის მოსწავლეებისათვის - 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

    გამოფენები: პერიოდული გამოფენები ხალხური რეწვის თემებზე
    საგანმანათლებლო პროგრამები: ”სკოლა-მუზეუმის მეგობარი”, ”მოსწავლე გიდები”
    გამოცემები: მუზეუმის ბუკლეტები

    მუზეუმის ფართობი: 412 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 180 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 120 კვ/მ
    საცავი: 70 კვ/მ
    რესტავრაციის სახელოსნო: 12 კვ/მ

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია