საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

  • მისამართი: როდენის ქ. 6, 0179, თბილისი, 
    ტელეფონი: (+995 32) 2 22 14 14
    ფაქსი: (+995 32) 2 98 21 33
    ელ-ფოსტა: info@museum.genikoladze@mail.ru
    ვებ-გვერდი: www.museum.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1951 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატთა რაოდენობა: 112


    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის (1876-1951 წწ.) მიერ შესრულებული ქანდაკებები: ბიუსტები, პორტრეტები, ფიგურები. იგი იყო ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი და თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი. სწავლობდა სტროგანოვის სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894, მოსკოვი), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 1906-1907 წლებში მუშაობდა ცნობილი ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის სახელოსნოში. მოქანდაკის ნამუშევრების ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1 ლ, სკოლის მოსწავლეებისათვის - 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.

    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.
     

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია