საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი

  • მისამართი: მ. ლაღიძის ქ. 12, 0108, თბილისი
    ტელეფონი: (+995 599) 13 19 31 / 2 99 80 22
    ფაქსი: (+995 32) 2 98 21 33
    ელ-ფოსტა: info@museum.ge
    ვებ-გვერდი: www.museum.ge
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1968 წელი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატთა რაოდენობა: 1322


    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ცნობილი ქართველი მხატვრის – მოსე თოიძის (1871-1953) სახლ-მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. მუზეუმში დაცულია აგრეთვე მხატვრის შვილის – მხატვარ ირაკლი თოიძის ნამუშევრები. მუზეუმთან ფუნქციონირებს კულტურულ-საგანმანათლებლო ფსიქორეაბილიტაციური ტრენინგ-ცენტრი, ხორციელდება საქველმოქმედო პროექტები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1.5 ლ, სკოლის მოსწავლეებისათვის - 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.

    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია