საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკურ მეცნიერებათა ისტორიის მუზეუმი

  • მისამართი: 0112, თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150ა
    ტელეფონი: (+995 32) 2 951 120
    ფაქსი: (+995 32) 951 160
    ელ-ფოსტა: nb@gw.acnet.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1991 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის შემადგენლობაში
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): საბუნებისმეტყველო
    ექსპონატთა რაოდენობა: 1000-ზე მეტი

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: გეოფიზიკურ მეცნიერებათა ისტორიის მუზეუმი განთავსებულია უნიკალურ, ობსერვატორიული ტიპის შენობაში, რომელიც 1862 წელს აშენდა (1867 წლიდან ობსერვატორიას ეწოდა თბილისის ფიზიკური ობსერვატორია, 1924 წლიდან - თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია, ხოლო 1991 წლიდან - ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი). ამჟამად მუზეუმში დაცულია: სინოპტიკური რუკები (XVIII-XIX სს.), სადამკვირებლო ჰიდრომეტეოროგიური ხელსაწყოები, სხვადასხვა ენებზე გამოცემული სპეციალური ლიტერატურა მეტეოროლოგიურ და სეისმურ დაკვირვებებზე და სხვ.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: მუდმივი ექსპოზიცია
    საგანმანათლებლო პროგრამები: ყოველწლიური სესიები გეოფიზიკისა და გეოგრაფიულ მეცნიერებათა აქტუალურ საკითხებზე (1953 წლიდან)
    გამოცემები: სხვადასხვა სახის სამეცნიერო გამოცემები

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია