მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი

  • მისამართი: 0105, ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 17
    ტელეფონი: (+995 32) 2 72 15 71
    ელ-ფოსტა: azer.tbilisi@yahoo.com
    ვებ-გვერდი: www.azmuseum.ge
    საჯარო სამართლის იურიდიული პირი - 2006 წლიდან
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2006 წელი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 164

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების მირზა-ფათალი ახუნდოვის, ნარიმან ნარიმანოვის და მამედ ყული ზადეს მემორიალური ნივთები, აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალა, წიგნები, დოკუმენტები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გამოცემები აზერბაიჯანულ ენაზე და სხვა.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11 სთ-დან 18 სთ-მდე

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: მუზეუმის კულტურის ცენტრის ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა

    საგანმანათლებლო პროგრამები: მუზეუმის კულტურის ცენტრთან ფუნქციონირებს: აზერბაიჯანული, ქართული და ინგლისური ენის კურსები, აზერბაიჯანული ეროვნული მუსიკის საკრავების სკოლა და ხატვის წრე ბავშვებისათათვის

    მუზეუმის ფართობი: 289 კვ/მ

    მუდმივი ექსპოზიცია: 180 კვ/მ

    შენობის ტექნიკური მდგომარეობა მოცემული მომენტისთვის: შენობა ეკუთვნის SOCAR GEORGIA-ს, რომელიც აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 1300

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია