ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. 8.
    ტელეფონი: (+995 32) 2 99 91 49
    ელ-ფოსტა: museum@conservatoire.edu.ge
    ვებ-გვერდი: www.conservatoire.edu.ge
    მუზეუმის დაარსების თარიღი: 1997 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შემადგენლობაში
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
    მუზეუმის ექსპონატთა რაოდენობა: 4300

    მუზეუმის კოლექციის მოკლე აღწერა: კონსერვატორიის მუზეუმის ფონდებში დაცულია ქართული მუსიკალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები (XIX საუკუნის II ნახევრიდან დღემდე). მათ შორისაა აფიშები, პროგრამები, ხელნაწერები, ქართველ მხატვართა მიერ საოპერო სპექტაკლებისათვის შექმნილი ესკიზები და ლიბრეტოები, კონსერვატორიის ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია და ფოტომასალა.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუზეუმი მუშაობს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11.00-დან 17.00-საათამდე

    გამოფენები: კამერულ, საიუბილეო და სხვა ტიპის საღამოებთან დაკავშირებული თემატური მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
    გამოფენები
    საგანმანათლებლო პროგრამები: სხვადასხვა თაობის მუსიკოსთა შემოქმედებითი საღამოები, კონფერენციები ქართველ და უცხოელ მუსიკოსთა მონაწილეობით
    გამოცემები: კონსერვატორიის შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომები და წიგნები, აფიშები, მუზეუმის ბუკლეტი და სხვ.

    მუზეუმის ფართობი: 130 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 125 კვ/მ
    საცავი: 5 კვ/მ

    მუზეუმის დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 1000

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია