ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

  • მისამართი: 0105, თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. 7
    ტელეფონი: (+995 32) 2 95 70 78, 2 95 72 68
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1957 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ ( ქ. თბილისის მუნუციპალიტეტი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატთა რაოდენობა: 15095

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907 წწ.) ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი წარმოადგენს კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლ-მუზეუმი, ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, სადაც მოთავსებული იყო გაზეთ “ივერიის” რედაქცია და სტამბა. მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ბიბლიოთეკა, დოკუმენტური და ფოტო მასალა, ილიას მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთები, ხელნაწერები, XIX-XX სს-ის დასაწყისის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ილიას თხზულებათა გამოცემები და სხვ. მუზეუმს აქვს ორი განყოფილება - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ( მისამართი: თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქ. #22) და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმი (მისამართი: თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქ. #13)

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: მწერლისადმი მიძღვნილი მუდმივი ექსპოზიცია.
    საგანმანათლებლო პროგრამები: მწერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო პროგრამები, ”საუბრები ქართულ ჟურნალისტიკაზე” (თსუ-სთან ერთად), ”ილია და აფხაზეთი” (აფხაზეთის ბავშვთა განვითარების ცენტრთან ერთად), დოკუმენტური ფილმი ილიას მკვლელობაზე, მუდმივმოქმედი სემინარი სასულიერო სემინარიასთან ერთად, კონკურსი: ” რავიცით ილია ჭავჭავაძის შესახებ”
    გამოცემები: ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბუკლეტი, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ბუკლეტი, საქართველო-უკრაინის ისტორიულ-ლიტერატურული ურთიერთობები

    მუზეუმის ფართობი: 1643,26 კვ/მ (ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი - 346 კვ.მ., ფილიალი: შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმი - 72 კვ/მ)
    მუდმივი ექსპოზიცია: 1264 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 272 კვ/მ
    საცავი: 55,1 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 5953

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია