აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
- მისამართი: 0112, თბილისი, გიორგი ცაბაძის ქ. 6ტელეფონი: (+995 32) 2 34 09 63, 2 34 09 67, 2 34 78 50ელ-ფოსტა: silkmuseum.tbilisi@gmail.comმუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1887-1891 წელიმუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2006 წლიდან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში)მუზეუმის ტიპი (პროფილი): საბუნებისმეტყველოექსპონატთა რაოდენობა: 9063მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა:აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუზეუმია მსოფლიოს მასშტაბით. მუზეუმი დაარსა რუსმა ბუნებისმეტყველმა ნიკოლაი შავროვმა. შენობა, რომელშიც მუზეუმია განთავსებული, 1887 წელს სპეციალურად კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურისთვის აშენდა და ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. შენობის არქიტექტორია პოლონელი ალექსანდრე შიმკევიჩი. მუზეუმი გამოირჩევა კოლექციების მრავალფეროვნებითა და მრავალეროვნობით, ექპონატების უმეტესობა მუზეუმის დაარსებისდროინდელია. აქ დაცულია ექსპონატები მსოფლიოს 63 ქვეყნიდან. მუზეუმში წარმოდგენილია ყველაფერი აბრეშუმისა და მეაბრეშუმეობის პროცესის შესახებ: აბრეშუმის პარკის უნიკალური კოლექცია (5000 სხვადასხვა ჯიშისა და ვარიაციის პარკი), ჭიის ბიოლოგია, აბრეშუმის ჭიის კვერცხის (გრენის) კონტეინერების კოლექცია (დაახლოებით 200-მდე ეგზემპლარი), კავკასიაში დამზადებული კუსტარული ქსოვილების კოლექცია (XIX ს), ჟაკარდული აბრეშუმის კოლექცია საფრანგეთიდან (XIX ს-ის 90-იანი წლები), გერმანული მაქმანების კოლექცია (400-მდე ნიმუში), ბუნებრივი და ქიმიური საღებავების კოლექცია შეღებილ ძაფებთან ერთად (საღებავები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან), პეპლების კოლექცია (161 სახეობის 314 პეპელა), თუთის ხესთან დაკავშირებული კოლექციები და ა.შ. მუზეუმს გააჩნია უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია XVIII-XIX საუკუნეების საბუნებისმეტყველო თემატიკის უნიკალური წიგნები რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე. მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ავეჯი არქიტექტორ ალ. შიმკევიჩის ესკიზებითაა შექმნილი და შენარჩუნებულია თავდაპირველი სახით.მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11სთ-დან 17 სთ-მდემუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:ზრდასრული - 3 ლარი, სტუდენტი, სკოლის მოსწავლე - 1 ლარი,საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა: 5-10 ლარიICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმების თანამშრომლებისთვის, პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის - უფასოგამოფენები:მიმდინარე - მუდმივმოქმედი ექსპოზიცია - 2 დარბაზიბოლო 3 წლის მანძილზე მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენები:2012 - „ნიჟარების იდუმალი სამყარო“2013 - პეპლების გადარჩენილი კოლექცია2014 - ფიონა დევისის გამოფენა „სისხლი აბრეშუმზე“2015 - „ქალი აბრეშუმით“ კონსტანტინე ზანისის ფოტოკოლექციასაგანმანათლებლო პროგრამები:ზრდასრულთათვის - “შეინარჩუნე ელვარება“, სალექციო კურსი - „არის თუ არა ტექსტილი ხელოვნება?“სტუდენტებისათვის - „სტუდენტი მუზეუმში“ბავშვებისათვის - „ფერების ძალა“; „Dora’s Gift”; “შეხვედრა კოლექციონერთან“გამოცემები: რეპრინტი ”აბრეშუმის ჭია“; მუზეუმის ბუკლეტი ქართულ და ინგლისურ ენებზემუზეუმის ფართობი: 1525 კვ/მმუდმივი ექსპოზიცია: 323 კვ/მპერიოდული გამოფენები: 168 კვ/მსაცავი: 62 კვ/მბიბლიოთეკა: 72 კვ/მ
დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 5000მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)
18 მაისი, 2018