ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი

  • მისამართი: 0105, თბილისი, სამღებროს ქ. 6 (ნარიყალას ციხის ასახვევთან)
    ტელეფონი: (+995 32) 2 457 721 , 2 457 720
    ელ-ფოსტა: muzeumi1984@gmail.com
    ვებ-გვერდი:
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1984 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების მუზეუმი
    ექსპონატთა რაოდენობა: 4100

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული აუთენტური მუსიკალური საკრავები, მუსიკალური საკრავები, ევროპული, მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, ასევე ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფონო-ფოტო მასალა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, XX ს-ის დასაწყისში გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის - 1 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 5 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები.

    გამოფენები: ”ქართული ხალხური სიმღერების ძველი შემსრულებლები”- ფოტოგამოფენა; ”ქართული ხალხური და საქართველოში გავრცელებული უცხოური საკრავები”; ”ძველი ფონო-აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ალბომები”
    საგანმანათლებლო პროგრამები: ”და ჟღერს მუსიკა” (2008), ”შეხვედრა ხალხური საკრავების ოსტატებთან” (2009). ”ეთნომუსიკის საღამო-კონცერტი” (2010) , ” სვანური სიმღერის საღამო”:; ”ჩონგურის საღამო” ; ” გიტარის საღამო”
    გამოცემები: ”საკრავები ძველ საქართველოში”; გამოსაცემად მზადაა - საკრავიერი მუსიკის სანოტო კრებული და აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ქვეყნებში გავრცელებული საკრავების საერთო წარმომავლობის შესახებ

    მუზეუმის ფართობი: 350 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 200 კვ/მ
    საცავი: 20 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 6000

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია