საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე

  • მისამართი: 0105, თბილისი, კარგარეთელის ქ. 6
    ტელეფონი: (+995 32) 2 95 35 63
    ელ-ფოსტა: mail@artpalace.ge
    ვებ-გვერდი: www.artpalace.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1927 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების მუზეუმი
    ექსპონატთა რაოდენობა: 245 293

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა. მათ შორისაა: XVII-XX ს.ს-ის ფერწერის ნიმუშები, სპარსული მინიატურები, გერმანული და ფრანგული გრავიურები, ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების მემორიალური ნივთები და არქივები. თეატრალური კოსტიუმები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა. მუზეუმი განთავსებულია გრაფ ოლდენბურგისა და პრინცესა დადიანის მიერ 1895 წელს აგებულ სასახლეში.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან - 17 სთ-მდე, გამოფენა ღიაა ყოველდღე, ორშაბათის გარდა.
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 2 ლ, სტუდენტებისა და ბავშვებისათვის - 1 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები.

    გამოფენები: პერიოდული გამოფენები: ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა, ქართული დიასპორა, ნატო ვაჩნაძე (2010), დაბრუნებული ფერები, თურქეთი ქართულ ხელოვნებაში (2009). და სხვა.
    საგანმანათლებლო პროგრამები: “ქართული კინოხელოვნება”,” ქართული მულტიპლიკაცია”, "აფიშა და საზოგადოება” (2009-2010)
    გამოცემები: მუზეუმის გამოფენების თანმხლები ბუკლეტები და ღია ბარათები (2009-2010)

    მუზეუმის ფართობი: 1748.88 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 100 კვ/მ
    საცავები: 491.19 კვ/მ
    რესტავრაციის სახელოსნო: 60 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 5500

    კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი - 190 ექსპონატი
    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია