გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
მისამართი: 0108, თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. 8
ტელეფონი: (+995 32) 2 99 86 67, 2 93 28 90, 2 93 50 19
ელ-ფოსტა: alaschara@yahoo.de, tvalavadze@gmail.com
ვებ-გვერდი: www.georgianmuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1930 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ლიტერატურული მუზეუმი
ექსპონატთა რაოდენობა: 157031
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია XIX ს-ის 50-იანი წლებში აშენებულ კავკასიის მთავარმართლებლის – ალექსანდრ ბარიატინსკის სასახლეში. მუზეუმში წარმოდგენილია ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები: ხელნაწერები - (XII ს. ათონური ოთხთავი, XVII-XIX ს.ს. ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულებები), ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლებისა და მხატვართების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტო და დოკუმენტური მასალა, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათისა და კვირის გარდა, 10 სთ-დან - 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო. ფასიანია მხოლოდ საექსკურსიო მომსახურება - 10 ლ
გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის კოლექციიდან, თანამედროვე მხატვართა გამოფენები, არტ-აქციები
საგანმანათლებლო პროგრამები: ლიტერატურული საღამოები, ვიქტორინები, პერფორმანსები.
გამოცემები: ”ლიტერატურის მატიანე” (ალმანახი), გამოცემების სერია: ”ძვირფასი ავტოგრაფები”, ”უბის წიგნაკები”, ”ევროპა თუ აზია” (კრებული), ქართველ მწერალთა საარქივო გამოცემები, შემეცნებით-საგანმანათლებლო კრებული ”გეპატიჟებით მუზეუმში”
მუზეუმის ფართობი: 2324 კვ/მ (შენობა - 1554 კვ/მ, ეზო - 770 კვ/მ)
მუდმივი ექსპოზიცია: 282 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 160 კვ/მ
საცავი: 280 კვ/მ
რესტავრაციის სახელოსნო: 80 კვ/მ
დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 6000
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი - 69 ექსპონატი
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)