საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

  • მისამართი: 0179, თბილისი, როდენის ქ. 6
    ტელეფონი: (+995 32) 2 22 14 14
    ელ-ფოსტა: info@museum.ge
    ვებ-გვერდი: www.museum.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1951 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატთა რაოდენობა: 112

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის (1876-1951 წწ.) მიერ შესრულებული ქანდაკებები: ბიუსტები, პორტრეტები, ფიგურები. იგი იყო ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი და თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი. სწავლობდა სტროგანოვის სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894, მოსკოვი), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 1906-1907 წლებში მუშაობდა ცნობილი ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის სახელოსნოში. მოქანდაკის ნამუშევრების ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.
    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათისა და კვირის გარდა, 11 სთ-დან - 17 სთ-მდე

    გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ
    საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345
    გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია