საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

  • მისამართი: 0108, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 11
    ტელეფონი: (+995 32) 2 15 73 00
    ელ-ფოსტა nationalgallery@museum.ge
    ვებ-გვერდი: www.museum.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1917 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2007 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
    ექსპონატთა რაოდენობა: 30 000

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: გალერეის ფონდებში დაცულია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების (ფერწერა, გრაფიკა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) ნიმუშები, მათ შორის: ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, სერგო ქობულაძის, ზურაბ ნიჟარაძის, ედმუნდ კალანდაძის, თენგიზ მირზაშვილის, დიმიტრი ერისთავის, მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის, ირაკლი ფარჯიანის, გია ბუღაძის, გია გუგუშვილის, ირაკლი სუთიძის, ლევან ლაღიძის, ნანა ჭურღულიას, გოგი წერეთლისა და სხვათა ნამუშევრები.

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 5 ლ, სტუდენტებისათვის - 1.00 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით : სკოლის მოსწავლეებისთვის - 10 ლ, უფროსებისთვის - 25 ლ. 
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.
    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 სთ-დან - 18.00 სთ-მდე

    გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ
    საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+995593) 328 345)
    გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი ( საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წ. # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია