საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

  • მისამართი: 0105, ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1
    ტელეფონი: (+995 32) 2 99 99 09, 2 99 35 66
    ელ-ფოსტა: info@museum.ge
    ვებ-გვერდი: www.museum.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1920 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
    ექსპონატთა რაოდენობა: 38 900-ზე მეტი

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციებში ძირითადად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეების ხანიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს (საგანძური), სადაც გამოფენილია VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები (VIII-XV სს.), რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები, აგრეთვე შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია (146 ფერწერული ტილო), გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და სხვა ქართველ მხატვართა ნაწარმოებები, XVIII-XIX სს-ების რუსეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა (ლუკას კრანახი, შარდენი და სხვ.) და აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების, მათ შორის, ყაჯარული პორტრეტების უმდიდრესი კოლექცია.
    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 16 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

    გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ
    საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345
    გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ

    კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი - 394 ექსპონატი
    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია