საქართველის ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

  •  

    მისამართი: 0105, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი, 3
    ტელეფონი: (+995 32) 2 99 80 22, 2 93 48 21
    ფაქსი: (+995 32) 2 982133
    ელ-ფოსტა: info@museum.ge
    ვებ-გვერდი: www.museum.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1852 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული მუზეუმი
    ექსპონატთა რაოდენობა: 1200 000


    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: საქართველოს უძველესი მუზეუმის ფონდებში დაცულია მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა. სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის აღსანიშნავია დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ნაშთების გამოფენა, რომელიც 1.800 000 წლით თარიღდება და წარმოადგენს ადამიანის წინაპრის აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ უძველეს ნიმუშს. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, მრავალფეროვანი ოქროს ფონდი (ძვირფასი ლითონისა და ქვის ნაკეთობები ჩვ. აღ-მდე III ათასწლეულის II ნახევრიდან ჩვ. წ. IV ს.-ის ჩათვლით). მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და სხვ.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 16 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის - 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.
    გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთ

    საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345
    გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ

    კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი - 437 ექსპონატი
    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია